"მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა" – პეტრე ცისკარიშვილი "მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა" – პეტრე ცისკარიშვილი /> "/> " />


  18:25:46     13-02-2024

"მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა" – პეტრე ცისკარიშვილი

1707834514ciskarishvili.jpg

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა:

"მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი, მას გადაწყვეტილი აქვს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა - გამომდინარე აქედან, მისი ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა, იყოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი. 

ჩემი თანაპარტიელების საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა, ვინც ამ აზრს იზიარებენ. საბოლოო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მისაღებია. იმედი მაქვს, შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას თვითონ გამოაცხადებს“, – თქვა ცისკარიშვილმა. 


ავტორი: presa.ge